Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟესუსი იუვენტუსში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის

იტალიურ მედიაში კრიშტიანუ რონალდუს პოტენციური შემცვლელების შესახებ საუბარი არ წყდება და უკვე რამდენიმე დღეა, მანჩესტერ სიტის გაბრიელ ჟესუსი სახელს ბიანკონერის აქტიურად უკავშირებენ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელებმა ჟესუსის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო და წყაროს ცნობით, 24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი იუვენტუსში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის.

მაქს ალეგრისთვის რონალდუს პრიორიტეტული შემცვლელი ფიორენტინას დუშან ვლაჰოვიჩი იყო, თმცა იები ახალგაზრდა ფორვარდი გაყიდვას არ აპირებენ.