Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუს აგენტი:“ ჩვენ მილანთან, იუვესთან და რომასთან მოლაპარაკებები გავმართეთ“

ოლივიე ჟირუს აგენტმა დაადასტურა, რომ მისი აგენტის მიმართ სერია ა-დან ზამთარში საკმაოდ დიდი ინტერესი იყო და 34 წლის ფორვარდის იტალიაში ნახვა მომავალში არ გამორიცხა.

ჟირუს ჩელსისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

„იანვარში ჟირუს რამდენიმე სერია ა-ს გუნდი ეპატიჟებოდა. ჩვენ იუვენტუსთან და რომასთან მოლაპარაკებები გავმართეთ, ედინ ჯეკო კი ინტერს უახლოვდებოდა, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს კი მილანი დამიკავშირდა, მათ ჟირუს მიმართ ინტერესი დაადასტურეს, თუმცა მას შემდეგ აღარაფერი გვსმენია. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში…“