Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუს აგენტმა მილანის ინტერესი დაადასტურა

ვინჩენცო მორაბიტომ, რომელიც ჟირუს ერთ-ერთი აგენტია, ფეხბურთელის მიმართ მილანის ინტერესი დაადასტურა.

„როსონერი ოლივიეს გაფორმებით დაინტერესებულია, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

„მალდინი და მასარა შესანიშნავად მუშაობენ და მათ იბრასთვის მეწყვილედ იდეალური ფეხბურთელი შეარჩიეს. მილანში თამაშზე კი უარს არავინ იტყვის, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და ყველაფერი მილანის ხელშია.“