Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუს გარდა, მილანს ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდიც სურს

მილანმა მომდევნო სეზონისთვის მზადება და შემადგენლობის გაძლიერება აქტიურად დაიწყო. მაიკ მენიოს გაფორმების შემდეგ, როსონერი კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელის, ჩელსის ვეტერანი ფორვარდის ოლივიე ჟირუს ტრანსფერით არის დაინტერესებული და თუ იტალიურ და ბრიტანულ მედიას დავუჯერებთ, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

თუმცა, MilanNews-ის ინფორამციით, ჟირუს ტრანსფერზე მილანი გაჩერებას არ აპირებს და მის გარდა სასუოლოს მფლობელობაში მყოფი ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას დამატებასაც ეცდება, რომელსაც როსონერის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც უკავშრებდნენ.

სკამაკას გასული სეზონი იჯარის წესით ჯენოას რიგებში გაატარა და 29 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა. სასუოლო ფეხბურთელს 20-25 მილიონად აფასებს.

გათიშვა