Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუს გარდა, მილანს ჩელსის კიდევ ერთი ფორვარდი სურს

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანი ჟირუს გარდა ჩელსის კიდევ ერთი ფორვარდის მიჩუ ბატშუაის ტრანსფერით ინტერესდება.

27 წლის ბელგიელი ფორვარდის დამატებას მილანი გასული სეზონის სტარტზეც ცდილობდა, მაგრამ მაშინ ჩელსიმ მისი იჯარით გაშვება კრისტალ პალასში გადაწყვიტა, სადაც 20 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბელგიელ ფეხბურთელს ლურჯებთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ჩელსი ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას არ აპირებს, ამიტომ როსონერის მისი გაფორმება შედარებით დაბალ ფასად – 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.