Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუს თამაში ნაპოლის წინააღმდეგ საეჭვოა

იტალიური მედიის ინფორამციით, ოლივიე ჟირუმ ნაპოლის წინააღმდეგ თამაში შესაძლოა ვერ მოახერხოს.

ანტონიო ვიტელოს ინფორმაციით, ფრანგ ფორვარდს, რომელმაც ტრავმის გამო უკვე 6 მატჩი გამოტოვა, გუნდთან ერთად ვარჯიში დღეს უნდა დაეწყო და ის ნაპოლის წინააღმდეგ როსონერის განაცხადს დაბრუნებოდა, თუმცა მან დღესაც გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა და ვეტერანი შემტევის თამაში პარტენოპეის წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.