Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჟირუს იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერი ჭორი აღმოჩნდა

Sky Sport Italia-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუვენტუსი ცხრიანის პოზიციაზე ოლივიე ჟირუს ტრანსფერს განიხილავდა.

იუვენტუსი იგუაინთან კონტრაქტის გაწყვეტას სულ მალე გააოფიციალურებს, მისი შემცვლელი კი გუნდს ჯერჯერობით არ შეუძენია და მათ სახელს არაერთ ფეხბურთელს უკავშირებდნენ, მათ შორის ჟირუს და Sky Sport-მა გუშინ ისიც კი დაწერა, რომ იუვენტუსმა მა 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, სეზონში ანაზღაურების სახით კი 4.5 მილიონს ჰპირდებოდა.

TuttoJuve ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდა და ამ თემაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

„იტალიაში გავრცელებული სიახლეების შესახებ არაფერი არ მსმენია, თუმცა იუვენტუსთან არანაირი მოლაპარაკებები არ გვაქვს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.