Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუს კორონა ვირუსი აქვს

მილანის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ახალწვეულს ოლივიე ჟირუს კორონა ვირუსი აქვს.

ეს სტეფანო პიოლისთვის ორმაგად ცუდი სიახლეა, რადგან მართალია იბრამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, თუმცა ის ჯერ სათამაშოდ მზად არ არის, როსონერის კი წინ როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი მატჩები ელოდება.

ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ჟირუს კალიარისთან მატჩის შემდეგ გუნდის სხვა წევრებთან შეხება არ ჰქონია, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა რომელიმე ფეხბურთელს ვირუსი დაუდასტურდეს.