Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუს მილანური თავგადასავლი ოფიციალურად დაიწყო

მილანის ახალი ფორვარდი ოლივიე ჟირუ ცოტა ხნის წინ Milanello-ზე გამოცხადდა და ის გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას შეუდგება.

ჟირუ მილანს ჩელსიდან 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სტეფანოს პიოლის გუნდის საკმაოდ მნიშვნელოვანი წევრი იქნება.

34 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ჩელსის რიგებში ჩატარებულ 119 მატჩში 39 გოლი გაიტანა, მილანურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, პიოლის მისი შესაძლებლობების ნახვა დაუყოვნებლივ სურს და დიდი ალბათობით ჟირუს საქმეში მილანის მაისურით შაბათს დაგეგმილ მატჩში, ფრანგული ნიცას წინააღმდეგ ვიხილავთ.