Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუს მილანში ტრანსფერი კვლავ შესაძლებელია

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ ოლივიე ჟირუმ ჩელსისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული მაინც არ არის.

„ჩელსიმ ჟირუს კონტრაქტში ნებაყოფლობითი პუნქტი აამოქმედა, რომლის მიხედვითაც მისი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა, თუმცა მათ პირობა მოგვცეს, რომ თუ ჟირუ უცხოურ გუნდში გადასვლას მოისურვებს, ჩელსის ხელმძღვანელობა ჩვენ ხელს არ შეგვიშლიან.“ – განუცხადა ჟირუს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა Calciomercato-ს.

გათიშვა