Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუს სამედიცინო შემოწმება მილანში გადაიდო

მილანი და ჩელსი რამდენიმე დღის წინ ოლივიე ჟირუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ და ფრანგი ფორვარდი მილანში დღეს უნდა ჩასულიყო, სამედიცინო შემოწმება გაეარა და გუნდთან კონტრაქტი გაეფორმებინა, მაგრამ Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მისი ვიზიტი იტალიაში ხვალამდე გადაიდო.

წყაროს ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელი მილანში ხვალ ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას კი 26 ივლისს შეუდგება.