Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუს შემდეგ, მილანი კიდევ ერთ ფორვარდს უმიზნებს

მილანი და ჩელსი ოლივიე ჟირუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ და ფრანგი ფორვარდი მილანში საემდიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის, რის შემდეგაც ის როსონერისთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მაგრამ მის გარდა მილანს კიდევ ერთი ფორვარდის დამატება სურს.

Sky Sport Italia-ს ჟურნაისტის მანუელე ბიოკინის ინფორმაციით, მილანს ჟირუს დამატება 1 მილიონი დაუჯდება, რასაც ამდენივე ბონუსების სახით დაემატება, მაგრამ პარალელურად მალდინი-მასარას დუეტი სანტოსის ბრაზილიელი ტალანტის კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც იუვენტუსს და ნაპოლისაც დაუკავშირეს.

19 წლის ფეხბურთელს სანტოსთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება და ფეხბურთეის სანაცვლოდ მილანს დაახოებით 5-6 მილიონის გადახდა მოუწევს.