Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუ:“ ახალი გამოწვევების დროა“

ოლივიე ჟირუმ, რომელმაც მილანთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და მის ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია, ჩელსის სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა.

„ყველა ლურჯს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და მთლიანად გუნდს მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო გამორჩეული მომენტებისთვის.

„მე ახალ თავგადასავალს ვიწყებ მსუბუქი და ბედნიერი გულით. ჩვენი გამარჯვება FA Cup-ზე, ევროპის ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი იყო.“

ჟირუმ მილანთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სავარაუდოდ ის 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ოფიციალური განცხადება მილანისგან უახლოეს წუთებში გავრცელდება.