Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუ ვენეციასთან ვერ ითამაშებს…

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანის ფორვარდი ოლივიე ჟირუ გუნდს ვერც ვენეციასთან მატჩში დაეხმარება.

Sky Sport Italia-ს ინფორამციით, 34 წლის ფეხბურთელს ზურგის ტკივილმა დღესაც შეაწუხა, რის გამოც მან სამწვრთნელო სესია ბოლომდე ვერ ჩაამთავრა და მილანის ბაზა ნაადრევად დატოვა.

წყაროს ინფორმაციით, ჟირუ ხვალ განაცხადში საერთოდ არ იქნება და სტეფანო პიოლის კვლავ ანტე რებიჩის იმედად მოუწევს ყოფნა.