Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჟირუ იუვენტუსსაც მოუნდა

როგორც ჩანს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სახელი ოლივიე ჟირუ იქნება.

ჩელსის ცენტრალური თავდამსხმელი მილანის და ინტერის სასურველ ტრანსფერთა შორის გახლდათ და მათ რიგს, იუვენტუსიც შეემატა.

ფრანგი ფეხბურთელი ფრენკ ლემპარდის გეგმებში არ შედის და ის მოედანზე სულ უფრო და უფრო ცოტა დროს ატარებს, ამის გამო უკმაყოფილო ჟირუ კი გუნდის იანვარში დატოვებას აპირებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ჟირუს აგენტს უკვე დაუკავშირდა და მხარეებმა მისი ბიანკონერიში შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.