Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუ:“ მილანთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ“

New AC Milan centre-forward, France's Olivier Giroud gestures upon his arrival at La Madonnina clinic in Milan on July 16, 2021 to undergo a medical check up. - The 34-year-old World Cup winner is reported to be set to sign a two-year contract worth three million euros per season with AC Milan. (Photo by Piero CRUCIATTI / AFP) (Photo by PIERO CRUCIATTI/AFP via Getty Images)

უკვე მილანის ფეხბურთელმა ოლივიე ჟირუმ, რომელიც გუნდის ოფიციალური წევრი რამდენიმე საათის წინ გახდა, პირველი კომენტარი გააკეთა.

„გამარჯობათ როსონერის ქომაგებო. მე მილანში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ფრედრიკ მასარას და პაოლო მალდინის უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ გულთბილი დახვედრისთვის, რომელიც მათ მე მომიწყეს. ასევე მადლობა ივან გაზიდისს, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, რომ მილანთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ. Forza Milan!”