Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუ მილანის გარდა ყველა წინადადებას ბლოკავს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ილივიე ჟირუს გაფორმება ვესტ ჰემმა და MLS-ის New York City FC-მ სცადეს, თუმცა ფრანგმა ფეხბურთელმა ორივე გუნდი უარით გაისტუმრა და მას კარიერის მილანში გაგრძელება სურს.

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდება და როსონერი ფეხბურთელთან უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ფრანგული გამოცემა Le10Sport-ი იმასაც ამტკიცებს, რომ მხარეები 2-წლიან კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენ და ჟირუს მილანში ტრანსფერი ოფიციალური ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გახდება.

გათიშვა