Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუ:“ მილანი დიდებული გუნდია, თუმცა…“

რამდენიმე დღის წინ ოლივიე ჟირუმ, რომელსაც მილანს აქტიურად უაკვშრებდნენ, ჩელსისთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა როგორც მისმა აგენტმა აღნიშნა, კონტრაქტის გაფორმების მიზანი ჩელსის მხრიდან იყო ის, რომ ინგლისურ გუნდებს ფრანგი ფორვარდის უფასოდ გაფორმების საშუალება რა ჰქონოდათ და ინგლისის გარეთ მისი დამატება კვლავ უფასოდ არის შესაძლებელი.

საკუთარ მომავალზე კომენტარი თავად ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა გააკეთა:

„მილანი დიდებული გუნდია, შესანიშნავი ისტორიით, რომელშიც უამრავ გამორჩეულ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ მე ახლა ჩემს მომავალზე ლაპარაკს არ ვაპირებ.

„ჩელსიმ ჩემი კონტრაქტი ავტომატურად გაახანგრძლივა, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, ახლა მე მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ.“