Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუ:“ მილანი ტიტულებისთვის ბრძოლას იმსახურებს“

მილანის ახალმა ცხრიანმა ოლივიე ჟირუმ Milan TV-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მე თავს კვლავ პატარა ბავშვივით ვგრძნობ, არადა ძალიან მალე 35 წლის გავხდები. როდესაც პატარა ვიყავი, მე პაპინს, შევჩენკოს და მალდინის ყოველთვის ყურადღებით ვუყურებდი და მილანი ჩემთვის უცხო არ არის.

„ამ გუნდის ყურების დროს მე ხშირად ვოცნებობდი, რადგან როსონერის რიგებში გუნდიდს უდიდეს ისტორიაში არაერთ გამორჩეულ ჩემპიონს უთამაშია.

„მილანს ევროპაში წარმოუდგენელი ისტორია აქვს და სწორედ ამიტომ მსურდა, რომ მე მისი ნაწილი გავმხდარიყავი, ასევე მსურდა, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში მეთამაშა და პარალელურად ჩემპიონთა ლიგისთვის მებრძოლა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, რადგან მილანი ამას ნამდვილად იმსახურებს.

„ამის გარდა, მე ჩემს ოჯახთან შედარებით ახლოს ვიქნები, რომელიც გრენობლში ცხოვრობს. მე ძალიან მოტივირებული ვარ და ერთ სული მაქვს, როდის დავიწყებ გუნდთან ერთად ვარჯიშს და ჩავატარებ პირველ მატჩს როსონერის მაისურით.

„მე კარიერაში მქონდა პატივი იმისა, რომ არაერთი მნიშნელოვანი ტიტული მომეგო და იმედი მაქვს, რომ ტიტულების მოგებას მილანშიც გავაგრძელებ, რადგან გუნდი თავისი ისტორიით ტიტულებს იმსახურებს.

„მსურს, რომ სერია ა-ში სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ, ჩემპიონთა ლიგაზე კი მაქსიმალურად კარგი ჩემპიონატი ჩავატაროთ. ასეავე არ შეიძლება კოპა იტალიას დავიწყება, რომელიც ტიფოზებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„ტომორი ? მე მას რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრე და ფიკმა მითხრა, რომ გუნდი მე მელოდებოდა და ჩვენ ერთად სკუდეტოსთვის ვიბრძოლებდით. არ მინდა გუნდზე დიდი ზეწოლა შევქმნა, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ ამბიციურად ვიფიქროთ.

„მაიკ მენიო ? მე მას მილანის შესახებ ვესაუბრე. მაიკი შესანიშნავი კიპერია და ვფიქრობ, როდესაც ლორისი ნაკრებში თამაშს დაასრულებს, ის საფრანგეთის პირველი კიპერი გახდება.

„ის ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელია და ზოგადად როსონერის შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. იმედია მე ჩემი გამოცდილებით გუნდს დავეხმარები და ჩვენ განვითარებას გავაგრძელებთ.“

როგორც აღმოჩნდა, ჟირუს იტალიური ფესვები აქვს…

„დიახ, ჩემი ორივე ბებია იტალიელი იყო და მე ამით ძალიან ვამაყობ. ბავშვობაში იტალიურ სკოლაში ვსწავლობდი და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს.

„ძალიან ვამაყობ, რომ მილანის მაისურით სერია ა-ში თამაშის შანსი მომეცემა, რადგან ეს ჩემპიონატი ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი იყო. ასევე ვამაყობ, რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელის ანდრეი შევჩენკოს ყოფილ გუნდში ვითამაშებ.

„იბრა ? მე მის წინააღმდეგ რამდენჯერმე თამაში მომიწია. ითამაშო 40 წლის ასაკში ასეთ დონეზე კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა დონის პროფესიონალია ის.

„ასეთ ასაკამდე თამაშს ვერ შეძლებ, თუ საქმისადმი მიდგომა და მოტივაცია უმაღლეს დონეზე არ გაქვს, ის განაგრძობს თავის სხეულზე და ფორმაზე ზრუნვას და მე შევეცდები, რომ მისგან ბევრი რამ ვისწავლო, რადგან ფეხბურთის თამაში კიდევ დიდი ხანი მსურს.

„ვფიქრობ, რომ იბრა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სამაგალითოა, ის სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და ერთი სული მაქვს, როდის მოგვიწევს მოედანზე ერთად ყოფნა. ჩვენ ძალიან კარგი დრო გველოდება.

„მე მილანში ტიტულის მოსაგებად მოვედი და ეს უფრო მარტივი ზლატანთან ერთად არის.

„პიოლი ? როდესაც მე პირველად მისტერ პიოლის ვესაუბრე, ჩვენ ძალიან ღია და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. ჩვენ ტაქტიკაზე და უბრალოდ ფეხბურთზე ვსაუბრობდით, მე მისი ხედვა ძალიან მომწონს.

„გასულ სეზონში მილანს ყურადღებით ვაკვირდებოდი და გუნდს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, რაშიც პიოლის დამსახურება ძალიან დიდია.“