Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუ ნაპოლისთან მატჩისთვის მზად არის

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ოლივიე ჟირუ ნაპოლისთან მატჩი მილანის დახმარებას მოახერხებს.

ვეტერანმა ფორვარდმა გუშინ გუნდთან ერთად არ ივარჯიშა და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის პარტენოპეის წინააღმდეგ როსონერის განაცხადში ვერ მოხვდებოდა, თუმცა MilanNews-ის ცნობით, მისი ინდივიდუალური ვარჯიში დაგეგმილი იყო და ჟირუს ტრავმის რეციდივი არ აქვს.