ჟირუ:“ სერი ა-ში გადასვლასთან ახლოს ვიყავი“
ჩელსის ცენტრალური თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს თქმით, ის სერია ა-ს ერთ-ერთ გუნდში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.
ფრანგ ფეხბურთელს იუვენტუსს, ინტერს და ლაციოს უკავშირებდნენ.
„დავტოვებ თუ არა ჩელსის ზამთარში ? არ ვიცი, თუმცა გამორიცხული არაფერია. ლიგა 1-ში არ დავბრუნდები, რადგან კიდევ რამდენიმე სეზონი უმაღლეს დონეზე მსურს თამაში, შემდეგ კი შესაძლოა MLS-ში წავიდე.
„სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სერია ა-ს ერთ-ერთ გუნდში გადასვლასთან, სადაც ვეტერან და გამოცდილ ფეხბურთელებს ძალიან აფასებენ, ძალიან ახლოს ვიყავი, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. ვინ იცის, შესაძლოა იტალიაში გადასვლის შანსი კიდევ მომეცეს.“