Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუ:“ 9 ნომერი ? მე ჩემი თავის მჯერა, არა ცრურწმენების“

ოლივიე ჟირუმ, რომელმაც სან სიროზე მილანის მაისურით სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა და მარიო ბალოტელის რეკორდი გაიმეორა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. (მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ)

„მე ძალიან ვამაყობ, რომ სან სიროზე მილანის მაისურით თამაშის საშუალება მაქვს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ემოციის და მოტივაციის წყაროა. პირადი და გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენ ანგარიშის მიუხედავად თამაშში დავრჩით და ბურთს 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. ქომაგებისგან დღეს ძალიან დიდი მუხტი მოდიოდა და ერთად ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია.

„9 ნომერი ? მე ვგრძნობ, რომ ამ მაისურს მილანში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, მაგრამ მე ცრურწმენების არ მჯერა. მე ჩემი შესაძლებლობების რწმენა მაქვს, ბავშვობაში ვან ბასტენს, ინძაგის და პაპინს ვუყურებდი და ამ მაისურზე უარის თქმას ვერ მოვახერხებდი. მისი ტარება მაბედნიერებს და მოტივაციას მმატებს.

„პენალტი ? გუნდში 11-მეტრიანები მე მაბარია. შემეძლო დარტყმის საშუალება ტეოსთვის დამეთმო, მაგრამ მე ფორვარდი ვარ და ყოველთვის გოლის გატანა მსურს.

„იბრა ? ის დიდებული ჩემპიონი და შესანიშნავი ადამიანია. ის გასახდელში ყველასთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მოუთმენლად ველოდები, თუ როდის შევძლებ მასთან ერთად თამაშს, მაგრამ მე დღეს ჩემი თანაგუნდელებით ბედნიერი ვარ. კონკურენცია ჩვენს შორის ? რა თქმა უნდა, ჩვენ ორივეს თამაში გვინდა, მაგრამ პროფესიონალები ვართ და მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ.“