Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჟოაო მარიო სპორტინგში ბრუნდება

ალფრედო პედულას ინფორმაციით, მოლაპარაკებები ინტერსა და სპორტინგს შორის ჟოაო მარიოს ტრანსფერთან დაკავშირებით სწრაფი ტემპით ვითარდება და მხარეები საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.

ინტერმა პორტუგალიელი ფეხბურთელი სწორედ სპორტინგიდან 2016 წელს, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა 27 წლის ნახევარმცველმა მოლოდინები ვერ გაამართლა და გასული სეზონი მოსკოვის ლოკომოტივის რიგებში იჯარის წესით გაატარა.

ჟოაო მარიომ ინტერის მაისურით 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.