Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟოაო პედროსა და ლუის ფელიპეს აძურის რიგებში თამაში იანვრიდან შეეძლებათ

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კალიარის ფორვარდის ჟოაო პედროსა და ლაციოს უკანახაზელის ლუის ფელიპეს საბუთებზე მუშაობას განაგრძობს და სავარაუდოდ მათ აძურის რიგებში თამაში იანვრიდან შეეძლებათ.

აძური მარტში გასამართი მუნდიალის პლეი-ოფისთვის ემზადება და საკადრო პრობლემების გამო რობერტო მანჩინიმ გუნდში ახალი ფეხბურთელების გამოძახება გადაწყვიტა.

როგორც ჟოაო, ასევე ლუისი ბრაზილიელები არიან, თუმცა მათ ძირითად ნაკრებში არასოდეს უთამაშიათ, ამიტომ ორივე ფეხბურთელს აძურის მაისურით თამაშის სრული უფლება აქვთ.