ჟოაო პედრო კარიერას თურქეთში გააგრძელებს
არაერთი იტალიური წყაროს ცნობით, კალიარის ფორვარდი ჟოაო პედრო მომდევნო სეზონიდან თურქული ფენერბაჰჩეს ღირსებას დაიცავს.
კალიარის სერია ბ-ში დაქვეითების შემდეგ, ბრაზილიელი ფორვარდის მიმართ ინტერესი არაერთმა იტალიურმა გუნდმა გამოავლინა, თუმცა მის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის – 9 მილიონის გადახდა არც ერთმა მათგანმა არ ისურვა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კალიარის ყველაზე კარგი წინადადებით ფენერბაჰჩემ მიმართა, რომელთანაც როგორც ფეხბურთელმა, ასევე იტალიურმა გუნდმა შეთანხმებას უკვე მიაღწია და ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია.