Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟორჟეს უარი იუვეს, მას მილანში თამაში სურს

მილანი და იუვენტუსი უკვე რამდენიმე კვირაა სანტოსის ახალგაზრდა ფორვარდის კაიო ჟორჟეს ტრანსფერისთვის იბრძვიან და როგორც ჩანს, ამ ბრძოლაში გამარჯვებული როსონერი გამოვა.

მილანმა ოლივიე ჟირუს ტრანსფერი ახლახანს გააოფიციალურა, თუმცა მალდინის კიდევ ერთი, ახალგაზრდა ფორვარდის დამატება სურს, 19 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი კი როსონერის კრიტერიუმებში იდეალურად ჯდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანმა ფეხბურთელის აგენტთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია და ახლა უშუალოდ სანტოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ბრაზილიელები ჟორჟეს სანაცვლოდ 10 მილიონს ითხოვენ, როსონერი კი 6 მილიონს სთავაზობს და იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი ბრაზილიელებთან 31 დეკემბერს იწურება, ადრე თუ გვიან მათ მოთხოვნილი თანხის შემცირება მოუწევთ…