Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟორჟე იუვესთან ერთად ვარჯიშს ხვალიდან შეუდგება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსის ახალი ფორვარდი კაიო ჟორჟე იუვენტუსთან ერთად ვარჯიშს ხვალიდან დაიწყებს.

19 წლის ბრაზილიელმა ტალანტმა ტურინში სამედიცინო შემოწმება გასულ კვირას გაიარა და ბრაზილიაში გარკვეული ბიუროკრატიული წესების გამო დაბრუნდა. გუშინ ის ტურინში ამჯერად საბოლოოდ ჩაფრინდა და წესით ჟორჟეს 10 დღე იზოლაციაში უნდა გაეტარებინა, თუმცა იმის გამო, რომ ბიანკონერის სრული შემადგენლობა 23-წლამდელთა გუნდში კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევის შემდეგ იზოლაციაშია, ჟორჟეს ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლემა მიეცემა.

ჟორჟეს ჯერჯერობით იუვენტუსში ნომერი ოფიციალურად არ აურჩევია, თუმცა სავარაუდოდ ის 24-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.