Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟორჟინიოს აგენტმა იუვენტუსის ინტერესი კლიენტის მიმართ დაადასტურა

ჟორჟინიო, რომელმაც ჩელსისთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, იტალიის ნაკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო და აძურის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟინიოს მიმართ რამდენიმე გრანდის, მათ შორის ტურინის იუვენტუსის ინტერესი დაადასტურა.

„ვადასტურებ, რომ იუვენტუსისგან და რამდენიმე ესპანური გუნდის მხრიდან ჟორჟინიოს მიმართ ინტერესი მართლაც არსებობს. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ნებისმიერ გრანდში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა, მაგრამ მას ჩელსისთან კონტრაქტი კიდევ 2 სეზონი აკავშირებს და თუ რომელიმე გუნდი ჩელსის სერიოზული წინადადებით არ მიმართავს, ის კარიერას ლონდონში გააგრძელებს.“