Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟორჟინიო:“ იუვენტუსი დიდებული გუნდია…“

ჩელსის იტალიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ იუვენტუსთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„იუვენტუსი დიდებული გუნდია, შესანიშნავი ისტორიით და ჩემთვის ეს საღამო გამორჩეული იქნება. ჩელსიში გადასვლის შემდეგ, მე იტალიურ გუნდს პირველად დავუპირისპირდები. ტურინელები ძლიერები არიან, რომლებმაც ბოლო ტურებში ფორმა დაიბრუნეს და ჩვენ მოედანზე მეტოქისადმი პატივისცემით და კონცენტრაციით გავალთ.

„კიელინის, კიეზას, ბონუჩის და ლოკატელის წინააღმდეგ თამაში კიდევ ერთი ემოციური მომენტი იქნება, ჩვენ ერთად დიდებული პერიოდი გამოვიარეთ და როგორც ჩვენი კარიერის, ასევე იტალიური ფეხბურთის ისტორია დავწერეთ.“