Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჟორჟინიო ნაკრებს შეუერთდა, ტონალი ბოსნიასთან ნაკრებს ვერ დაეხმარება

აძურას ჟორჟინიო შეუერთდა, თუმცა მანჩინის გადაწყვეტილებით, სანდრო ტონალი ნაკრების მომავალ მატჩში ბოსნიასთან, რომელიც 4 სექტემბერს გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს.

ტონალი მილანთან გადასვლასთან ძალიან ახლოს არის და იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის აზრით, მისი გონება გაფანტული იქნება, ამიტომ ახალგაზრდა ფეხბურთელს დასვენების და ტრანსფერის დასრულების საშუალებას მისცემს.

Leave a Reply

Your email address will not be published.