Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჟორჟინიო ჩელსიში ბედნიერია

ჟორჟინიო იუვენტუსის სატრანსფერო რადარზე რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა.ბევრი დაიწერა იმის შესახებ,რომ ბიანკონერის მთავარ მწვრთნელს მისი გაფორმება ნებისმიერ ფასად სურდა და მზად იყო,ჟორჟინიოს სანაცვლოდ მირალემ პიანიჩი დაეთმო.

თუმცა,The Athletic-ის მტკიცებით,ფეხბურთელსა და იტალიელ სპეციალისტს შორის ერთი წელია საუბარი არ შემდგარა.

გამოცემის თქმით,ბრაზილო-იტალიელი ლონდონზე შეყვარებულია და ჩელსიში თავს ბედნიერად გრძნობს.

მიუხედავად ამისა,აღნიშნული წყარო ფეხბურთელის იუვენტუსში გადაბარგებას მაინც არ გამორიცხავს,რადგან ჟორჟინიოს თანაგუნდელი და მეგობარი – ემერსონ პალმეირი შესაძლოა იუვენტუსში გადაბარგდეს,რაც ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნებას შეუწყოს ხელი.

პიანიჩის გარდა,იუვენტუსი მზად არის ჟორჟინიოს სანაცვლოდ ფედერიკო ბერნარდესკი ან დუგლას კოშტა დათმოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.