Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟორჟინიო:“ 11-მეტრიანის გაცუდება დაგეგმილი იყო…“

იტალიიის ნაკრების ნახევარმცველმა ჟორჟინიომ SportTV-სთან საუბრისას იხუმრა და განაცხადა, რომ ფინალში პენალტის გაფუჭება დაგემილი იყო და მან იცოდა, რომ დონარუმა აუცილებლად მოიგერიებდა.

„ყველაფერი დაგეგმილი იყო. ვიცოდი, რომ დონარუმა ინგლისელების დარტყმულს მოიგერიებდა.

„ხუმრობა იქით იყოს და პენალტის გაფუჭება ფეხბურთელისთვის მორალურად ძალიან რთული რამ არის, მითუმეტეს ფინალში. იმ მომენტში მეგონა, რომ ჩემს გარშემო ქვეყანა დაინგრეოდა, რადგან იტალიის გამარჯვება ნებისმიერ ფასად მსურდა.

„საბედნიეროდ კარში ნამდვილი ფენომენი გვყავს, რომლის დამსახურებითაც გავიმარჯვეთ და მან მე გადამარჩინა.”