Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟულიო ცეზარი:“ ინტერი ჩემი ოჯახის ნაწილია“

ბეპე ბერგომი, ესტებან კამბიასო, დიეგო მილიტო და ჟულიო ცეზარი ინტერმა გუნდის დიდების დარბაზში შეიყვანა და ცერემონია გუშინ, ნერაძურის 113-ე იუბილეზე გაიმართა.

ცერემონიის შემდეგ კომენტარი ბრაზილიელმა კიპერმა გააკეთა.

„ასეთ ივენთებში მონაწილეობის მიღება ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. ყველამ იცის, რომ ინტერი ჩემი ისტორიის ნაწილი, თუმცა ამავდროულად ნერაძური ჩემი ოჯახია.

„ამ ტიტულების ნახვის დროს ძალიან დიდი ნოსტალგია მეუფლება, რაც სავსებით ნორმალურია.

„ინტერში მოპოვებულ რომელ ტიტულს გამოვარჩევდი ? ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის გამორჩეულია, თუმცა ფეხბურთელს პირველი ტიტული არ ავიწყდება და ჩემს შემთხვევაში ეს 2005 წლის სუპერკოპა იყო.

„მაშინ ფრანჩესკო ტოლდოს შემცვლელი ვიყავი, თუმცა დიდებულ გუნდში მოპოვებული ტიტულის მნიშვნელობას მაინც ვგრძნობდი.

„ეს გამორჩეული მომენტი იყო, ჩვენ უძლიერესი იუვენტუსი ტურინში დავამარცხეთ, რაც მარტივი არასოდეს არ არის და მაშინვე გავაცნობიერე, თუ რამდენად დიდებულ გუნდში ვთამაშობდი.

„მინდა გულშემატკივრებს, რომლებმაც ხმა მომცეს და დიდების დარბაზის ღირსად ჩამთვალეს, მადლობა მოვუხადო. თუ დღეს ცნობილი ადამიანი ვარ, ეს ინტერის დამსახურებაა.“

ცეზარი ინტერს 2005 წელს ვერონადან შეუერთდა და გუნდის შემადგენლობაში 300 მატჩი ჩაატარა. მან ნერაძურისთან ერთად 5 სერია ა-ს, ერთი ჩემპიონთა ლიგის, 3 კოპა იტალიას და 4 სუპერკოპას მოგება მოახერხა, 2012 წელს კი ქვინს პარკ რეინჯერსში გადაბარგდა.

გათიშვა