Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რაბიოს დისკვალიფიკაცია მოეხსნა

ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ იუვენტუსი – ნაპოლის მატჩზე დისციპლინარულმა კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა, რომლის მიხედვითაც ტურინელებს ტექნიკური მოგება 3 – 0 ჩაეთვალათ და 3 ქულა ჩაეწერათ.

იუვენტუსისთვის ეს ამბავი ორმაგად სასიხარულოა, რადგან რაბიოს რომასთან მიღებული წითელი ბარათის გამო მატჩის გამოტოვება აღარ მოუწევს და ის მომავალ ტურში კროტონესთან გასამართ შეხვედრაში თამაშს მოახერხებს.