Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაბიოს ინგლისში ორი მსურველი ჰყავს

იუვენტუსის ფრანგი ნახევარმცველი ადრიენ რაბიო მოლოდინებს კვლავ ვერ ამართლებს და მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ იტალიაში ცნობები არ წყდება.

რაბიო გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, თუმცა ის გასული სეზონის მსგავსად თავისი თამაშის გამო ხშირ კრიტიკას იმსახურებს და მაქს ალეგრიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ გუნდი მისგან უკეთეს თამაშს ელოდება.

Calciomercato-ს ინფორამციით, ადრიენ რაბიოს გაფორმებით ინგლისში არსენალი და ნიუკასლი ინტერესდებიან და ორივე მათგანი ზამთარში რაბიოს გაფორმებას შეეცდებიან.