Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაბიო:“ იუვენტუსს ჩემი რეალური ძალა ჯერ არ უნახავს“

მაქს ალეგრის შემდეგ (იხილეთ აქ), მალმოსთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ადრიენ რაბიომაც ისაუბრა.

„ჩვენ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, ამიტომ მოედანზე სრული კონცენტრაციით უნდა გავიდეთ და კარგი შეხვედრა ჩავატაროთ.

„ჩემი პოზიცია მოედანზე ? მე ცენტრალური ნახევარმცველი ვარ, მაგრამ ადაპტაცია სხვა პოზიციებზეც შემიძლია და თუ გუნდს დაჭირდა, ფლანგზე თამაშის პრობლემა არ მაქვს.

„მწვრთნელი ჩემგან უფრო მეტ გოლს და საგოლე გადაცემებს ელოდება, ამ მხრივ მე გარკვეული პრობლემები მართლაც მაქვს და მის გამოსწორებაზე ბევრს ვმუშაობ.

„კრიტიკა ჩემს მიმართ ? მე, როგორც სხვა ნებისმიერ ფეხბურთელს, მოედანზე მაქვს კარგი და ცუდი მომენტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ იტალიაში გადმოსვლის შემდეგ ტაქტიკურად გაცილებით განვითარდი. იტალიაში საფრანგეთისგან რადიკალურად განსხვავებლ ფეხბურთს თამაშობენ და მე იუვეში ბევრი რამ ვისწავლე.

„ქომაგების სტვენას რაც შეეხება, მე პროფესიონალი ვარ, ფეხბურთს კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორ ხდება ყველაფერი. მე გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ჩემი კარგი თამაში ქომაგებს აზრს შეაცვლევინებს.

„მე ვიცი, რომ იუვენტუსის ქომაგებს ჯერ ნამდვილი რაბიო არ უნახავთ. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, განვითარებას ვაგრძელებ და იმედია გუნდის დახმარებას მოვახერხებ.“