Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაბიო:“ იუვენტუსში ბედნიერი ვარ“

ბოლო კვირეებში იუვენტუსიდან ადრიენ რაბიოს წასვლის შესახებ აქტიურად იწერება, თუმცა როგორც ჩანს ფრანგი ფეხბურთელი გუნდის დატოვებას არ აპირებს.

რაბიომ, რომელმაც საფრანგეთის რიგებში ყაზახეთის კარში გოლის გატანა მოახერხა, ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.

„ჩემი მომავალი ? მე ტურინში ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს თავს იუვენტუსის რიგებში ვხედაც და გუნდის დატოვებას არ ვაპირებ.“

რაბიო იუვენტუსს 2019 წელს, თვისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ მან ბიანკონერის რიგებში 95 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.