Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რაბიო:“ იუვენტუსში ძალიან გავიზარდე“

ადრიენ რაბიომ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ, რომელშიც ფრანგმა ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსში გადასვლამ და გარემოს შეცვლამ ჩემი, როგორც ფეხბურთელის და პიროვნების ზრდა გამოიწვია და ვგრძნობ, რომ ახლა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ და ამის დანახვა ნაკრებში ნაჩვენები თამაშითაც შეგიძლიათ. მე ჩემს შანსს მოთმინებით ველოდებოდი და ბედნიერი ვარ, რომ ეს მომენტი დადგა.

„მე ყოველდღე ძალიან ბევრს ვმუშაობ როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. კრიტიკოსების საუბარი საერთოდ არ მაღელვებს, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ვიცი, რომ მე ძალიან ბევრს ვმუშაობ და საფრანგეთის ნაკრებში თამაში დავიმსახურე.“