Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაბიო:“ სერია ა დაუფასებელი ჩემპიონატია“

ადრიენ რაბიოს თქმით, სერია ა დაუფასებელი ჩემპიონატია, სადაც ფეხბურთელი ყოველდღიურად ძალიან ბევრ რამეს სწავლობს.

რაბიომ ამ თემაზე საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ ისაუბრა, სადაც მისი მეტოქე კრიშტიანუ რონალდუ იყო.

„ამ მატჩის შესახებ მე და რონალდუმ იუვენტუსის რიგებში სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავდა, თუმცა არც პორტუგალია იყო სუსტი.“

რაბიომ სერია ა-ში თავისი მე-2 სეზონი დაასრულა.

„სერია ა ძალიან დაუფასებელი ჩემპიონატია. ნებისმიერ ფეხბურთელს, განსაკუთრებით კი უცხოელს იქ ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლია. ეს ასე მხოლოდ იუვენტუსში არ არის. იტალიაში ფეხბურთს სულ სხვა კუთხით უდგებიან და სწორედ ამიტომ არის ამდენი ფრანგი ფეხბურთელი.

„იტალიაში ვარჯიშები გაცილებით რთულია, ჩვენ ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობასთან ერთად, ტაქტიკაზე არანაკლებ ბევრი მუშაობა გვიწევს. მე ბოლო 2 სეზონში გაცილებით გავიზარდე და ვფიქრობ, რომ ამის ხედვა ჩემი თამაშის ხილვით არის შესაძლებელი.

„სანამ იუვენტუსში გადავიდოდი, სერია ა-ს შესახებ ბუფონს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ იუვენტუსში გატარებული ერთი სეზონი სხვაგან გატარებულ 2-3 სეზონს უდრიდა, რაც მართალი აღმოჩნდა.“

გათიშვა