Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაბიო:“ ჩვენ დარჩენილ მატჩებში გავიმარჯვებთ“

ადრიენ რაბიომ, რომელმაც სასუოლოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა, ნეროვერდისთან მატჩზე და დარჩენილ ტურებზე ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ როგორც სპორტული, ასევე მენტალური კუთხით. მილანთან მარცხი ძალიან დიდი დარტყმა იყო და ვალდებულები ვიყავით, რომ დღეს სასურველი შედეგი მოგვეპოვებინა. მართალია ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა და გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარი გუნდის მებრძოლი ხასიათის გამოვლება და 3 ქულის მოპოვებაა.

„ჩვენ გაბრაზებულები ვართ, რადგან ასეთი შედეგები იუვენტუსს არ ეკადრება და უკეთ თამაში გვმართებს. სამწუხაროდ ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული აღარ არის, მაგრამ დარჩენილ ტურებში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

„ეს თითოეული ჩვენგანისთვის რთული სეზონი გამოდგა, მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ გუნდისთვის ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. ჩვენ ცოტა დაღლილები ვართ, მაგრამ დღეს თავს კარგად ვგრძნობდი და ვფიქრობ, რომ გუნდის დახმარება მოვახერხე.

„ხალხი ჩვენგან უფრო და უფრო მეტს ითხოვს, რაც იუვენტუსში სავსებით ნორმალურია, ამიტომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.“