Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რადე კრუნიჩს მილანის დატოვება უნდა

იტალიური მედიის ინფორამციით, რადე კრუნიჩი მილანში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და მას გუნდის დატოვება სურს.

27 წლის ფეხბურთელს როსონერისთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, ბოსნიელ ფეხბურთელს, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, მოედანზე მეტი დროის გატარება სურს და ისეთ გუნდს ეძებს, რომელიც გარანტიებს მისცემს.