Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რადუ ინტერს უახლოვდება

იტალიური მედიის ინფორამციით, სტეფან რადუ მომდევნო სეზონიდან ინტერის ფეხბურთელი იქნება.

34 წლის უკანახაზელს ლაციოსთან მიმდინარე კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ნერაძურის მისი დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, სიმონე ინძაგიმ რადუსთან უკვე ისაუბრა და მისი დარწმუნება მოახერხა. ვეტერანი რუმინელი ფეხბურთელი ალესანდრო ბასტონის შემცვლელი იქნება.