Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რადუ:“ კარიერის დასრულების დრო მოვიდა“

ლაციოს ვეტერანმა ფეხბურთელმა სტეფან რადუმ სეზონის ბოლოს კარიერის დასრულება დააანონსა.

„წლებმა ძალიან სწრაფად გაირბინა და მე კარიერაში სინანული რამდენიმე მიზანი მაქვს, მაგრამ პოზიტიური მომენტები გაცილებით ბევრი მქონდა და ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

„სეზონის ბოლოს მე საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მე გუნდისთვის ჩემი მაქსიმუმის მიცემა აღარ შემიძლია. მე ბიანკოჩელესტის უდიდეს ქომაგად დავრჩები და იმედი მაქვს, რომ გუნდს წინ ბევრი წარმატება ელდოება.“

36 წლის ფეხბურთელმა ლაციოს რიგებში 426 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.