Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რავანელი:“ იუვეს დონარუმას გაფორმებას 10 წლის წინ ვურჩევდი“

იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა ფაბრიციო რავანელიმ ჯიჯო დონარუმას შესახებ ისაუბრა.

22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, 2011-12 წლების სეზონში იუვენტუსში სატესტო ვარჯიშები ჩაატარა და იმ გუნდს სწორედ რავანელი ავარჯიშებდა.

„მე დონარუმას ვერ ვივიწყებ, ის მაშინ მხოლოდ 12 წლის იყო, თუმცა თავისი წარმოუდგენელი ფიზიკა და ტალანტი უკვე აშკარად ეტყობოდა.

„ის იყო ძლიერი, ფეთქებადი, შთამბეჭდავი, მის წინააღმდეგ გოლი ვერავის გაჰქონდა, ბოლოს ჩვენ მთელს გუნდს პენალტებს ვარტყმევინებდით, თუმცა გოლის გატანას მაინც ვერავინ ახერხებდა.

„ის ყველასგან გამორჩეული იყო, ახლა ამის თქმა მარტივია, რადგან ის ტოპ ფეხბურთელია, მაგრამ მე მაშინვე ვიცოდი, რომ ის საუკეთესო გახდებოდა.

„სამწუხაროა, რადგან მცირე ინვესტიცია მის შესანარჩუნებლად საკმარისი იქნებოდა და ის ბუფონს იდეალურად შეცვლიდა, თუმცა ახლა იუვეს შესნი ჰყავს, კიდევ ერთი შესანიშნავი კიპერი და მე ალეგრის გადაწყვეტილება კარგად მესმის.“