Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რავანელი:“ კიეზა ფენომენალური ფეხბურთელია“

იუვენტუსის ლეგენდარულმა შემტევმა ფაბრიციო რავანელიმ ფედერიკო კიეზას და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა.

„კიეზა ფენომენალური ფეხბურთელია. მას შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები და სისწრაფე აქვს, ორივე ფეხს თანაბრად კარგად ხმარობს, თუმცა მისი ყველაზე დიდი პლიუსი ძლიერი მენტალობაა. ჩვენ მისი ხასიათი არაერთხელ ვნახეთ.

„კიეზა არის ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ მწვრთნელს გამოადგებოდა, მას მატჩების ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

„დიბალა ? მას 4-2-3-1 სქემაში ფორვარდის უკან შეუძლია თამაში. დღევანდელ იუვენტუსში ის ფუნდამენტალური ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, რომ მას სეზონში 20 გოლის გატანა არ გაუჭირდება.

„სამწუხაროდ დიბალამ გასულ სეზონში საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა, რაც გაუთავებელი ტრავმების დამსახურებაა, მაგრამ სარის დროს ჩვენ დიბალას რეალური ტალანტი ვნახეთ.“