Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რაიოლა:“მილანთან შეთანხმება არ გვაქვს“

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის წინა-სასეზონო სავარჯიშო სესიებში, რომელიც სტარტს ხვალ დილით მილანელოზე აიღებს, მონაწილეობას არ მიიღებს.

ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი როსონერის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. იბრა სეზონში ანაზღაურების სახით 7.5 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა მილანს 6 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს.

„ზლატანი ხვალ მილანთან ერთად არ იქნება.ჩვენ მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ ვაწარმოებთ, თუმცა ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ გვაქვს. ბევრმა თქვა, რომ ის ახალ კონტრაქტს ფულის გამო არ აფორმებს, რაც სრული სისულელეა.

„იბრას სურს, რომ მილანმა მისი შრომა დააფასოს. ზლატანს ბევრი წინადადება აქვს, სადაც მას გაცილებით მეტ ხელფასს სთავაზობენ და მილანში დარჩენა რომ არ სურდეს, ჩვენ მოლაპარაკებებს არც გავმართავდით.

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მე აქ იმიტომ ვარ, რომ პრობლემები მოვაგვარო.

„დონარუმას რაც შეეხება, ჯერჯერობით მილანის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე არ გვისაუბრია. როსონერის ჯერ სხვა საზრუნავი აქვთ, თუმცა ადრე თუ გვიან დონარუმას მომავალზე საუბარი აუცლებლად მოგვიწევს.“


Leave a Reply

Your email address will not be published.