Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლამ დონარუმას ახალი გუნდის ძებნა დაიწყო…

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ჯიჯო დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ ფეხბურთელისთვის ახალი გუნდის ძიება დაიწყო.

ახალგაზრდა იტალიელი კიპერის კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება და ახალ ხელშეკრულებაზე მხარეები ვერ თანხმდებიან.

რაიოლას სურს, რომ მილანმა ფეხბურთელს არა-უმეტეს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და სეზონში 10 მილიონი გადაუხადოს, როსონერის კი ფეხბურთელთან 5-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს, სეზონში კი 7.5 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს.

წყაროს ინფორმაციით, მინო რაიოლამ მილანზე ზეწოლის გასაძლიერებლად რამდენიმე გუნდთან მოლაპარაკებები წამოიწყო და როსონერის ალბათ სხვა გზა არ დარჩება და მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს…

გათიშვა