Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლამ იუვენტუსს რომანიოლის უფასო ტრანსფერი შესთავაზა

იუვენტუსსა და მინო რაიოლას შორის უკვე დიდი ხანია შესანიშნავი ურთიერთობაა და ბიანკონერის რიგებში რაიოლას არაერთ კლიენტს უთამაშია, ერთ-ერთი მათგანი კი ოფიციალურად იუვენტუსში უახლოეს საათებში დაბრუნდება.

რაიოლა რამდენიმე დღის წინ ტურინში იმყოფებოდა და მხარეებმა მოიზე კინის ტრანსფერზე ისაუბრეს, რომელმაც უკვე სამედიცინო შემოწმება გაიარა და მის ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია, მაგრამ Calciomercato-ს ინფორმაციით, აგენტმა ტურინელებს შეხვედრის დროს კიდევ ერთი ფეხბურთელი – ალესიო რომანიოლი შესთავაზა.

მილანის კაპიტანს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც ჩანს, ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატისუთ დატოვებს. იუვენტუსი კი ჯორჯო კიელინის შემცვლელის ძიებაშია, რომელმაც კონტრაქტი 2 წლით კი გაახანგრძლივა, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე ის მოედანზე დიდ დროს ვერ ატარებს, რომანიოლი კი ტურინელებისთვის იდეალური კანდიდატი იქნება.