Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლამ მილანი გააფრთხილა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მინო რაიოლამ როსონერის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ მან ერთ-ერთი გუნდისგან 10-მილიონიანი წინადადება მიიღო და თუ მილანი შეთავაზებულ წინადადებას არ გააუმჯობესებს, ჯიჯო გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

22 წლის ფეხბურთელი ახლანდელი კონტრაქტის მიხედვით სეზონში 6 მილიონს იღებს და მილანი მზად არის, რომ მას ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ხელფასი 8 მილიონამდე გაუზარდოს, თუმცა Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, გუნდი ამ წინადადების გაუმჯობესებას აღარ აპირებს.

წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით გუნდი, რომელმაც დონარუმას ხელფასის სახით 10 მილიონი შესთავაზა, ტურინის იუვენტუსია და ბიანკონერის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, დონარუმას ტურინში ტრანსფერის შანსი საგრძნობლად გაიზრდება…

გათიშვა