Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაიოლამ მილანს აიაქსის ტალანტი შესთავაზა

აიაქსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაიან ბრობეი გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და მისი გაფორმების ფავორიტად მილანი მოიაზრება.

19 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში აიაქსის მთავარ გუნდთან ერთად პირველ სეზონს ატარებს და 6 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება უკვე მოახერხა.

აიაქსის სპორტულმა დირექტორმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ ფეხბურთელის გუნდში დასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მისმა აგენტმა მინო რაიოლამ ყველა წინადადება უარყო და ის სეზონსი ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება.

ნიდერლანდელი ფორვარდის გაფორმებაზე არაერთი ევროპული გრანდი მუშაობს, თუმცა Tuttomercato-ს მტკიცებით, მინო რაიოლამ მისი სამსახური მილანს შესთავაზა…